top of page
OXFORD MINDSET CHALLENGE
შენი გზა ოქსფორდისკენ!
მოემზადე წლის ყველაზე მასშტაბური ინგლისური ენის კონკურსი! Oxford Mindset Challenge არ არის მხოლოდ ტესტირება – ეს არის ინტელექტუალური თავგადასავალი, რომელიც ავლენს საუკეთესოებს და ხსნის კარებს საერთაშორისო ასპარეზზე.
📚 ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ III-დან XII კლასის ჩათვლით მოსწავლეებს.
სამართლიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად, მონაწილეები გადანაწილებულნი არიან სამ კატეგორიად:
-
Junior: III-VI კლასები
-
Core: VII-IX კლასები
-
Master: X-XII კლასები
კონკურსის ეტაპები
საკვალიფიკაციო ტური
„პირველი ნაბიჯი საერთაშორისო აღიარებისკენ“
I ეტაპი წარმოადგენს პროექტის საწყის საფეხურს, რომლის მიზანია მონაწილის ზოგადი ენობრივი კომპეტენციის შემოწმებას და მისი მომზადება შემდეგი, უფრო კომპლექსური გამოწვევებისთვის.
📋 ტესტის ფორმატი და შინაარსი
ტესტირება შედგენილია ასაკობრივი კატეგორიების (Junior, Core, Master) გათვალისწინებით და მოიცავს:
-
Vocabulary & Grammar: (Multiple Choice) დახურული შეკითხვები, რომლებიც ამოწმებს ლექსიკურ მარაგსა და გრამატიკულ სიზუსტეს;
-
Reading Comprehension: საინტერესო ტექსტები და მათზე დაფუძნებული კითხვები შინაარსის გააზრების დასადგენად;
-
Logical Reasoning: ლოგიკური ელემენტების მქონე ენობრივი დავალებები, რაც Oxford Mindset-ის მთავარი ხელწერაა.
📈 როგორ ხდება II ეტაპზე გადასვლა?
II ეტაპზე გადასასვლელად მონაწილემ უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რომელიც, როგორც წესი, შეადგენს მაქსიმალური ქულის 50%-ს ან მეტს.
შენიშვნა: ზღვარი შეიძლება მცირედით შეიცვალოს ტესტის სირთულის კოეფიციენტის მიხედვით, რათა შენარჩუნდეს სამართლიანი კონკურენციის პრინციპი.
💡 რა უნდა იცოდეს მონაწილემ?
I ეტაპი არის ერთადერთი ფასიანი საფეხური, რომლის წარმატებით გავლის შემდეგაც ყველა მომდევნო ეტაპი უფასოა.
ტესტირება ტარდება მეგობრულ გარემოში და ორიენტირებულია იმაზე, რომ მოსწავლემ სტრესის გარეშე აჩვენოს მაქსიმალური შესაძლებლობები.
უნარების ტური (Skills Round)
„გამოავლინე შენი პოტენციალი – გზა ეროვნული ფინალისკენ“
II ტური შექმნილია იმისთვის, რომ გამოავლინოს მონაწილის უნარი, გამოიყენოს ინგლისური ენა რეალურ, კომპლექსურ სიტუაციებში. ეს ეტაპი გაცილებით დინამიურია და მოითხოვს უფრო მაღალ კონცენტრაციას.
🎧 ტესტის ფორმატი და კომპონენტები
ამ ეტაპზე ტესტირება უფრო მრავალფეროვანია და მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს:
Listening (მოსმენა): აუდიო მასალების საფუძველზე შინაარსის გააზრება, დეტალების დაჭერა და მთავარი აზრის გამოტანა. ეს კომპონენტი საუკეთესოდ ავლენს ენის ბუნებრივ აღქმას.
Critical Reading (კრიტიკული კითხვა): უფრო ვრცელი და ანალიტიკური ტექსტები, სადაც საჭიროა არა მხოლოდ ინფორმაციის პოვნა, არამედ ქვეტექსტებისა და ავტორის პოზიციის გაგება.
Use of English: რთული ლექსიკური კონსტრუქციები და კონტექსტური გრამატიკა, რომელიც სპეციფიკურია თითოეული ასაკობრივი კატეგორიისთვის (Junior, Core, Master).
📈 როგორ ხდება III ეტაპზე (ეროვნულ ფინალში) გადასვლა?
📊 სტატისტიკური მაჩვენებელი და III ეტაპზე გადასვლის ბარიერი
გასული წლების მონაცემებით: II ტურიდან III ტურში (ეროვნულ ფინალში) გადასასვლელად საჭიროა ტესტის მაქსიმალური ქულის დაახლოებით 73%-ის მოპოვება.
გაითვალისწინეთ: ეს მაჩვენებელი წარმოადგენს საშუალო სტატისტიკურ ზღვარს. კონკრეტული წლის ბარიერი დამოკიდებულია ტესტის სირთულესა და მონაწილეთა საერთო აკადემიურ მოსწრებაზე, რაც უზრუნველყოფს სამართლიან შერჩევას.
💡 რა უნდა იცოდეს მონაწილემ?
-
II ეტაპი არის სრულიად უფასო, მონაწილეობისთვის არანაირი საფასურის გადახდა არ გიწევთ.
-
მზადება: ამ ეტაპისთვის რეკომენდებულია ინგლისურენოვანი პოდკასტების მოსმენა და სტატიების კითხვა, რაც დაგეხმარებათ მოსმენისა და გააზრების უნარების გაუმჯობესებაში.
ეროვნული ფინალი (National Final – Georgia)
„გახდი საუკეთესო და წარადგინე საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე!“
ეროვნული ფინალი ოლიმპიადის კულმინაციაა ადგილობრივ დონეზე. ამ ეტაპზე მონაწილეობის უფლებას მოიპოვებენ მხოლოდ ის მოსწავლეები, რომლებმაც წინა ეტაპებზე უმაღლესი აკადემიური მზაობა გამოავლინეს და წარმატებით დაასრულეს I და II ეტაპები.
📝 ტესტის ფორმატი
-
Advanced Comprehension: რთული ტექსტების ანალიზი.
-
Strategic Thinking: ენობრივი ამოცანები, რომლებიც მოითხოვს ლოგიკასა და სწრაფ რეაგირებას.
-
Collaborative Prep: ნაკრების წევრებისთვის მზადება ჯგუფური ასპარეზობისთვის.
🎓 ეროვნული ნაკრების ფორმირება
III ეტაპის მთავარი და ყველაზე საპასუხისმგებლო მისიაა ქვეყნის საუკეთესო წარმომადგენლების გამოვლენა:
III ეტაპის გამარჯვებული მონაწილეებისგან დაკომპლექტდება ერთიანი ეროვნული გუნდი.
ნაკრები პროექტის დასკვნით საერთაშორისო ეტაპზე, საქართველოს სახელით იასპარეზებს.
სადაც სხვადასხვა ქვეყნის უძლიერეს გუნდებს დაუპირისპირდება.
🎁 პრიზები და ჯილდოები
ეროვნული ფინალის დასრულებისთანავე ტარდება საზეიმო დაჯილდოება, სადაც:
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ტექნიკით (ლეპტოპები, პლანშეტები), სხვადასხვა პროექტის ვაუჩერები, სპეციალური სერტიფიკატები და დიპლომები.
💡 რა უნდა იც ოდეს მონაწილემ?
-
როგორც წინა ეტაპი, ეროვნული ფინალიც მონაწილეებისთვის სრულიად უფასოა.
-
ტესტირებისა და შეფასების პროცესი სრულად შეესაბამება ოქსფორდის აკადემიურ სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს თითოეული მონაწილის ობიექტურ შეფასებას.
-
გახსოვდეთ, რომ III ეტაპზე თქვენ იბრძვით არა მხოლოდ ინდივიდუალური გამარჯვებისთვის, არამედ უფლებისთვის, გახდეთ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი და წარადგინოთ ქვეყანა გლობალურ ასპარეზზე.
-
ამ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კრიტიკულ აზროვნებასა და ენის პრაქტიკულ გამოყენებას. ფინალი მოითხოვს მაქსიმალურ კონცენტრაციას და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას.
საერთაშორისო ფინალი (Global Final)
„საქართველოს სახელით მსოფლიო ასპარეზზე!“
ოლიმპიადის კულმინაცია საერთაშორისო დონეზე იმართება, სადაც სხვადასხვა ქვეყნის გამარჯვებულები ერთმანეთს ცოდნით, კრეატიული აზროვნებითა და გუნდური მუშაობით უპირისპირდებიან. ეს არის ეტაპი, სადაც აკადემიური საზღვრები იშლება.
🌍 გუნდური ასპარეზობა და ჯგუფური ეტაპი
-
ეროვნული ნაკრები პროექტის დასკვნით საერთაშორისო ეტაპზე, საქართველოს სახელით იასპარეზებს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის უძლიერეს გუნდებს დაუპირისპირდება.
-
შეჯიბრი მოიცავს როგორც ინდივიდუალურ ტესტირებას, ისე კომპლექსურ გუნდურ დავალებებსა და დებატებს, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს, გამოსცადონ საკუთარი თავი გლობალურ კონკურენციაში.
📍 ლოკაცია და მასპინძელი ქვეყანა
-
სად ტარდება ფინალი? პროექტის ტრადიციის თანახმად, საერთაშორისო ფინალს მასპინძლობს წინა სეზონის გამარჯვებული ქვეყანა. რადგან გასული სეზონის ტრიუმფატორი მოლდოვის ნაკრები გახდა, წელს ფინალური ეტაპი სწორედ მოლდოვის დედაქალაქში – კიშინიოვში გაიმართება.
-
🇲🇩 მოლდოვა, როგორც მასპინძელი (Host) ქვეყანა, უზრუნველყოფს საერთაშორისო დონის აკადემიურ და კულტურულ პროგრამას ყველა მონაწილე ქვეყნის ნაკრებისთვის.
💡 რა უნდა იცოდეს მონაწილემ?
გლობალური ფინალი არ არის მხოლოდ ტესტირება, ეს არის 5-დღიანი საერთაშორისო თავგადასავალი, რომელიც უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული.
✈️ გამგზავრება და ლოგისტიკა
-
საქართველოს ეროვნული ნაკრები გლობალურ ფინალზე გაემგზავრება 5 დღით.
-
ნაკრები შედგება 12 მონაწილისგან. სამართლიანი წარმომადგენლობისთვის გუნდში შედის 4-4-4 მონაწილე თითოეული ასაკობრივი ჯგუფიდან (Junior, Core, Master).
-
ნაკრების წევრების მგზავრობის, ცხოვრებისა და პროექტთან დაკავშირებულ ყველა სხვა საჭირო ხარჯს სრულად ფარავს პროექტი.
🛂 აუცილებელი დოკუმენტაცია
-
ბიომეტრიული პასპორტი - აუცილებელია მონაწილეს ჰქონდეს საქართველოს მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი (რომელსაც გასცემს საქართველოს იუსტიციის სახლი).
-
ნოტარიული თანხმობა - არასრულწლოვანი მონაწილის მშობლებმა ან კანონიერმა მეურვეებმა „Oxford Mindset Georgia“ ის სახელზე უნდა წარმოადგინოს ოფიციალური, ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ნებართვა არასრულწლოვნის მონაწილეობასთან და საზღვირს კვეთის ნებართვასთან დაკავშირებით.
🤝 საორგანიზაციო მხარდაჭერა
იურიდიულ და ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, III ტურის გამარჯვებულებს (ნაკრების წევრებს) და მათ მშობლებს/მეურვეებს დაუკავშირდება „Oxford Mindset Georgia“-ს საორგანიზაციო ჯგუფი. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ყველა დეტალის მოგვარებაში და მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას თითოეულ ნაბიჯზე.
🛡️ გუნდის სტრუქტურა და უსაფრთხოება
-
გუნდის კაპიტანი - ნაკრების წევრებიდან ერთ-ერთი შეირჩევა კაპიტნად. კაპიტანი აუცილებლად უნდა იყოს Master ჯგუფის წარმომადგენელი.
-
პედაგოგის თანხლება - გლობალურ ფინალზე ნაკრებთან ერთად მიემგზავრება გუნდის კაპიტნის ინგლისური ენის მასწავლებელი.
-
მასწავლებლის როლი - მასწავლებელი უშუალოდ არ მონაწილეობს კონკურსის ტესტირებაში, ის წარმოადგენს გუნდის პასუხისმგებელ პირს, რომელიც „Oxford Mindset Georgia“-ს გუნდთან ერთად უზრუნველყოფს მონაწილეთა უსაფრთხოების და ინტერესების დაცვას.
💰 მონაწილეობის საფასური
პროექტი ერთდროულად მსოფლიოს 16 ქვეყანაში ხორციელდება.
მონაწილეობის საფასური სიმბოლურია და შეადგენს 16 ევროს, რაც საქართველოსთვის, მიმდინარე კურსის გათვალისწინებით, ფიქსირებული 50 ლარით განისაზღვრა.“
მონაწილეობის საფასური არის ერთჯერადი და მისი გადახდა ხდება მხოლოდ რეგისტრაციის ეტაპზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროექტის ყველა შემდგომი ეტაპი — მე-2, მე-3 და მე-4 არის სრულიად უფასო. მონაწილეებს არ მოუწევთ არანაირი დამატებითი ხარჯის გაღება მომდევნო ეტაპებზე გადასვლისას.“
გამოიწვიე საკუთარი თავი და გახდი საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი!
დარეგისტრირდი დღესვე და დაიწყე მზადება ო ქსფორდისთვის!
bottom of page
